|
2020-04-06 11:06:53, 5083 ნახვა
სამხედრო
სამხედროები სარფი-ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთს აკონტროლებენ
საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა უკვე მეექვსე დღეა მკაცრად აკონტროლებს სარფი-ბათუმის გზის მონაკვეთს. სამხედროებს გადაადგილების კონტროლის პუნქტზე 24 საათის განმავლობაში აქტიურად უწევთ სარფის საბაჟოდან შემოსული სატვირთო მანქანების სპეციალური ხსნარებით დეზინფექცია და მგზავრების თერმოსკრინინგი. მოძრაობა მკაცრად კონტროლდება ასევე, ქობულეთი-ბათუმისა და ხელვაჩაურის გზების მონაკვეთზე, სადაც საგანგებოდ მოწყობილ გადაადგილების კონტროლის პუნქტებზე II ქვეითი ბრიგადის სამხედროები შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებთან ერთად ახდენენ ავტომანქანების გადაადგილების კონტროლსა და მოქალაქეების ჯანმრთელობის პირველად შემოწმებას. საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ აჭარაში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა 6 გადაადგილების კონტროლის პუნქტს აკონტროლებს. მათგან სამ ძირითად გამშვებ პუნქტზე II ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები არიან მობილიზებული. დანარჩენი სამი კი, გადაადგილების შეზღუდული პუნქტია, სადაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დასავლეთის სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადასული სპეციალური ოპერაციების ძალებია მობილიზებული
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)