12:31 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 10:26:51, 1848 ნახვა

მსოფლიო
ელისაბედ მეორე - ჩვენ გავიმარჯვებთ და უკეთესი დღეები დაბრუნდება

გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელისაბედ მეორემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა. აღნიშნული ტელევიზიით, რადიოთი და სოციალური ქსელებით, პირდაპირ ეთერში ტრანსლირდებოდა.

დედოფალმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სისტემაში მომუშავეებს, ასევე მოსახლეობას და ბრიტანელებს და აღნიშნა, რომ ისინი დიდ როლს ასრულებენ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

,,მე თქვენ მოგმართავთ მაშინ, როდესაც დაირღვა ჩვენი ქვეყნის ნორმალური ცხოვრება. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ვიამაყებთ იმით, თუ როგორ შევხვდით ჩვენ ამ სირთულეებს. ის თაობები, რომლებიც ჩვენს შემდეგ მოვლენ, იტყვიან, რომ ბრიტანელების ეს თაობა ისეთივე ძლიერია, როგორიც მისი წინაპარი.

ჩვენ არაერთი გამოწვევის წინაშე ვმდგარვათ, მაგრამ ეს განსხვავებულია. ახლა მსოფლიოს ყველა ქვეყანა გაერთიანებულია და ებრძვის ვირუსს. ჩვენ გავიმარჯვებთ და დაბრუნდება უკეთესი დღეები. ისევ შევხვდებით ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ერთმანეთს ისევ შევხვდებით", - განაცხადა დედოფალმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics