|
2020-04-05 17:58:50, 20309 ნახვა
ომი უკრაინაში
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 42 წლის პაციენტის მდგომარეობა მძიმეა - არ გამორიცხავენ მის აპარატზე გადაყვანას
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 42 წლის მამაკაცის მდგომაროება მძიმეა, არ გამორიცხავენ მის აპარატზე გადაყვანას, - ამის შესახე პირევლი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. რატიანის თქმით, დინამიკაში მისი მდგომარეობა უარყოფითია. „ძალიან სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ, რომ გვყავს ახალგაზრდა პაციენტი, 42 წლის, რომელიც გუშინაა ჩვენს კლინიკაში შემოსული, პაციენტს აქვს კორონავირუსი, პაციენტთან გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, რის გამოც მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. დინამიკაში მისი მდგომარეობა უარყოფითი კლინიკით გვაქვს, მიუხედავად ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებებისა და ნებისმიერ დროს შესაძლებელია, გადაყვანილი იქნას აპარატზე. ასევე გადმოყვანილია რამდენიმე პაციენტი სხვადასხვა კლინიკიდან, ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია, მას აღენიშნება მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, გულის მწვავე უკმარისობით“, - აღნიშნა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)