|
2020-04-04 13:17:21, 4056 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის დაკრძალვის წესი
საქართველოში არსებობს ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის დაკრძალვის სპეციალური წესი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 25 მარტის ბრძანებით დაამტკიცა, ის განსაზღვრულია N16 მუხლით. აღნიშნული წესის თანახმად,აღნიშნული წესის თანახმად, ოჯახის წევრები და სარიტუალო/დამკრძალავი სამსახური ინფორმირებული უნდა იყვნენ ინფექციის გავრცელების საფრთხისა და საჭირო ღონისძიებების თაობაზე: გვამის გადასვენება ხორციელდება სასახლით, რომელშიც იგი თავსდება გვამის ჩანთით, რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია; საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 სთ-ის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება; COVID-19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს გვამის ბალზამიერება და ნებისმიერი დამატებითი კონტაქტი, მათ შორის პათოლოგ-ანატომიური გაკვეთა; ამ უკანასკნელის აუცილებლობის შემთხვევაში, მკაცრად უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)