23:26 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 17:59:31, 2029 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა დაიწყო

,,შემდეგი კვირიდან დაიწყება რესპუბლიკური საავადმყოფოს სატესტო ექსპლოატაცია. დაახლოებით 2 კვირის შიგნით მოხდება სრულად გამართვა ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს, ის შეძლებს მიიღოს დაინფიცირებული პაციენტები და  გაუწიოს შესაბამისი სტაციონარული მკურნალობა“, - ამის შესახებ აჭარის მერმა თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონის მზაობის შესახებ და მთავრობის მიერ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე.

თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაზე. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა უკვე დასრულებულია, დაწყებულია საავადმყოფოს აღჭურვა. კლინიკა დაინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის აპრილის თვის ბოლომდე მზად იქნება.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაში  კერძო სექტორიც ჩაერთვება. 

,,ამ ფონზე, ინფექციის გავრცელებასთან მიმართებაში იყო ძალიან ბევრი ინიციატივა კერძო სექტორისგან. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კერძო სექტორის ეს ძალისხმევა, საუბარია კონკრეტულად აჭარაში მოქმედ ბიზნესებზე, გარკვეულწილად გაგვეერთიანებინა და მიგვემართა იმ საქმისთვის, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფექციასთან ბრძოლაში“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics