23:25 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 17:56:15, 1848 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი უერთდება ინიციატივას და ხელფასების მესამედს Covid 19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს

აჭარის მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი უერთდება ინიციატივას და ხელფასების მესამედს Covid 19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს.

აღნიშნულის შესახებ აჭარის მერმა თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

,,აჭარის მთავრობა, მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით, უერთდება გუშინ ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს"-ს პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რომელიც გულისხმობს, რომ შემდეგი 3 თვის განმავლობაში ჩვენი ხელფასებიდან 1/3 ჩაირიცხება კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთლიანად მსოფლიოსი პანდემიას ახლავს შესაბამისი პრობლემები. ძალიან ბევრს ადამიანს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს შეექმნა რიგი პრობლემები და აქ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა ჩვენი სოლიდარობა, და ამ ნაწილში დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი სხვა უწყებაც აგვიბამს მხარს. გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლების ყველა რგოლის  ჩართვა მოხდება  ამ პროგრამაში. ვინაიდან ჩვენი ბრძოლა ამ ინფექციასთან მოითხოვს კოლექტიურ, ერთიან ძალისხმევას. დარწმუნებული ვართ , რომ ჩვენი ერთიანი ძალისხმევით და სოლიდარობით შევძლებთ ამ ომში გავიმარჯვოთ და გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა. ამ ინიციატივას უერთდება არა მხოლოდ აღმასრულებელი გუნდი, უერთდება უმაღლესი საბჭოც“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა რეგიონის მზაობის შესახებ და მთავრობის მიერ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე, ასევე, საგანგებო მდგომარეობის დროს არსებულ შეზღუდვებზე.    





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics