|
2020-04-03 17:22:32, 1757 ნახვა
რეგიონი
სოფელ ქვემო ბოლნისში ადგილობრივებს პენსია დაურიგდათ
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სოფელი ქვემო ბოლნისი მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ადგილობრივებისთვის პენსიების დასარიგებლად სოფელში დღეს „ლიბერთი ბანკის“ ავტომანქანა შევიდა. პენსიების დარიგების პროცესში სოციალური დისტანციის დაცვა სამართალდამცველებმა და მოხალისეთა ჯგუფებმა უზრუნველყო. ადგილზე იმყოფებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი. „დღეს სოფელ ქვემო ბოლნისის მაცხოვრებლებს პენსები დაურიგდათ. მოხალისეები სოციალური დისტანციის დაცვას აქტიურად უზრუნველყოფდნენ. სოფელში დისტრიბუცია მუშაობს ჩვეულებრივად, შეკვეთის შემდეგ მოდის მანქანა და მაღაზიებში პროდუქტების განაწილება ხდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ქვემო ბოლნისში 100 სასურსათო პაკეტი უკვე დაარიგა. სხვა მხრივ, აქ სიმშვიდეა. მოსახლეობა მაქსიმალურად ინფორმირებულია კარანტინით დაწესებული შეზღუდვების შესახებ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)