|
2020-04-03 11:59:45, 1863 ნახვა
რეგიონი
დასავლეთ საქართველოში, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-თან ერთად კარანტინის პირობების კონტროლს 24 გამშვებ პუნქტზე ახორციელებენ
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ სამოქმედო რაიონში საკონტროლო-გამშვები პუნქტების რაოდენობა გაზარდა. ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები დასავლეთ სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადავიდნენ და დღეიდან საყოველთაო კარანტინის პირობების კონტროლს დასავლეთ საქართველოში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-თან ერთად 24 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე განახორციელებენ. ყოველი დღის დაგეგმვა ხონში საგანგებოდ მოწყობილ მართვის ცენტრში დილიდან იწყება. დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი სამსახურების ხელმძღვანელებისგან მოხსენებებს იბარებს და მათთან ერთად თავდაცვის ძალების მოქმედებებს აჯამებს. მართვის ცენტრიდან სარდალი ქვედანაყოფების მეთაურებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით უკავშირდება და შესაბამის დავალებებს გასცემს. ბრიგადის მეთაურები COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების შესახებ განახლებულ ინსტრუქციას რეგულარულად იღებენ. დასავლეთ სარდლობის სამოქმედო რაიონში საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე ქვედანაყოფების როტაცია 24 საათში ერთხელ ხდება. დავალების შესასრულებლად გასვლამდე მეთაურები პირად შემადგენლობას ინსტრუქტაჟს უტარებენ. სამხედროები სამედიცინო შემოწმებას გადიან და სპეციალური ხსნარებით დეკონტამინაციის შემდეგ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს იკავებენ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)