|
2020-04-02 13:54:13, 1852 ნახვა
ომი უკრაინაში
ტიკარაძე - პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ, მკურნალობას სახლში გაივლიან
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები მკურნალობის კურსს სახლში გაივლიან. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩინელი ექიმების სტატისტიკაზე დაყრდნობით იქნა მიღებული. „კომუნიკაციის პირველივე დღიდან, ვგულისხმობ იანვარს, როდესაც "კოვიდი" ზოგადად დაფიქსირდა, ჩინელმა ექიმებმა მოგვაწოდეს სტატისტიკა, რომ ძირითადი შემთხვევები მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომით და ეს ყოველივე წარმოადგენს დაავადებულთა 80%-ს, ამ ფაქტებზე დაყრდნობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ მსუბუქი მიმდინარეობა ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გაივლიან სახლში. მათი პირველადი კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, მოხდება სატელეფონო ზარით, დღესდღეობით გვაქვს საშუალება, რომ 112-ზე მივიღოთ ზარები და დავგეგმოთ მათთან შემდგომი ტაქტიკა, რაშიც ვგულისხმობ, თუ ადამიანს უფიქსირდება გარკვეული სიმტპომი, ექიმი სპეციალისტი მას აძლევს რეკომენდაციას დაყოვნდეს სახლში და ანამნეზის სუსტის აკრეფის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, უნდა მოხდეს პაციენტის სტაციონარშის გადაყვანა, თუ შემდგომი მონიტორინგი ბინაზე. პაციენტის სიმპტომების გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაბამისი აღჭურვილობით და ტრანსპორტით პაციენტი გადაყვანილი იქნება სტაციონარში, რაც მოხდება ექიმთან კომუნიკაციის შემდეგ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)