07:44 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 21:36:57, 1242 ნახვა

საზოგადოება
მთავრობის ორგანიზებით, ბულგარეთიდან საქართველოს მოქალაქეები ჩარტერული რეისით ჩამოვიდნენ

საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანას განაგრძობს.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან თბილისში ჩამოვიდა ჩარტერული რეისი, რომლის ბორტზეც საქართველოს 102 მოქალაქეა.

ბულგარეთიდან ჩარტერით ჩამოსული პირები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს სამშობლოში გაივლიან.

რეისმა ასევე ჩამოიყვანა საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლები, რომლებსაც  ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება  არ მისცა.

ჩარტერულo რეისით სამშობლოში დაბრუნდნენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებმაც ბულგარეთი - თურქეთის საზღვარზე საავტომობილო მიმოსვლის შეფერხების გამო, ვერ შეძლეს სამშობლოში დაბრუნება. ბულგარეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა, ამ ქვეყანაში ქართველთა დიასპორის ფინანსური მხარდაჭერით, მათ საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მიაწოდეს და სამშობლოში დაბრუნების საკითხის მოგვარებაში დაეხმარნენ. 

ბულგარეთიდან ჩარტერული რეისი ავიაკომპანია „Myway Airlines" -მ  შეასრულა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics