17:59 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 19:04:25, 1688 ნახვა

რეგიონი
დავით შერაზადიშვილი - დღეიდან ქვემო ბოლნისი ჩაიკეტა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი  სრულად იზოლირებულია - დღეიდან ქვემო ბოლნისი ჩაიკეტა - ამის შესახებ, დავით შერაზადიშვილმა განაცხადა.

სოფლის შესასვლესა და გასასვლში ბლოკპოსტები მოეწყო, რომლებსაც  პოლიცია აკონტროლებს. სოფლის იზოლირება  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა. დღეიდან ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის დატოვება ეკრძალება. აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მაცხოვრებლების სამედიცინო შემოწმება. ბოლნისის მუნიციპალიტეტში დადასტურებული 3 შემთხვევიდან 2 ინფიცირებული ქვემო ბოლნისის მაცხოვრებელია.

ჩაკეტილი სოფლის მისადგომები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა  მოინახულეს.

,,შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სოფელი ქვემო ბოლნისი დროებით ჩაიკეტა. სოფლის მოსახლეობა ამ საგანგებო ზომების შესახებ უკვე ინფორმირებულია. ადგილობრივი მთვარობა აქტიურად მუშაობს, რათა მოსახლეობის ყველა საჭირო მოთხოვნილება დროულად იქნეს დაკმაყოფილებული. სოფლის მოსახლეობას ვთხოვ დაიცვან საკარანტინო წესები და მოთხოვნები“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics