|
2020-04-01 18:37:01, 1890 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ გომელაურმა შიდა ქართლში მდებარე საგუშაგოები მოინახულა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოები მოინახულა. მინისტრი საგუშაგოებზე მყოფ თანამშრომლებს გაესაუბრა და მათგან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ვახტანგ გომელაური ადგილზე კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასევე, დაათვალიერა ქალაქ გორის შესასვლელში მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტები. ვახტანგ გომელაური საგუშაგოებზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს გაესაუბრა, გამშვებ პუნქტებში არსებული ვითარების და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული შეზღუდვების შესრულების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მინისტრი მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგის პროცესსაც დაესწრო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, საგუშაგოებს 24 საათის განმავლობაში მკაცრად აკონტროლებენ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)