00:14 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 12:46:00, 2588 ნახვა

რეგიონი
სოფელ ძველ ანაგაში სამელიორაციო არხები იწმინდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“   სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტებს აქტიურად ახორციელებს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელ ძველ ანაგაში   ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან     ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის მიმდებარედ არსებული დამშრობი   არხები (საერთო სიგრძით 2,9 კმ) იწმინდება.

არხების მოწესრიგება მუნიციპალიტეტში 120 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებასთან ერთად, 80 ჰექტარ სატბორე მეურნეობისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

დამშრობ არხებზე მიმდინარე ღონისძიებები კომპანიამ საკუთარი ძალებით მარტში დაიწყო და აპრილის ბოლოს დასრულდება.

დღეისათვის კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 13 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics