|
2020-04-01 10:37:04, 3716 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მისი თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამ ეტაპზე 22-მდე გაიზარდა. „გუშინ დილას გვყავდა 108 პაციენტი, ახლა კი დაგვემატა 7 პაციენტი და გვყავს 115. ამ 7 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 ჩვენს ცენტრშია. დანარჩენი 5 არის ამჯერად, COVID-ის მიმღებ სხვა 9 ცენტრში. ერთი ცენტრი დაემატა ბათუმში, ერთი ქუთაისში და ზუგდიდში. ამ 115 პაციენტიდან 51 არის ჩვენი პაციენტი და დანარჩენები კი სხვა 9 დაწესებულებაში. დაგვემატა ერთი ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელმაც გუშინვე დატოვა ჩვენი ცენტრი. ჩვენ უკვე გვყავს 19 გამოჯანმრთელებული შემთხვევა, 3 არის საჩხერეში და ჯამში გვყავს 22 გამოჯანმრთელებული პაციენტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)