00:14 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-31 13:28:27, 1848 ნახვა

რეგიონი
დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა

მთავრობის სხდომაზე საუბარი შეეხო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული გამკაცრებული მექანიზმების აღსრულებას და ახალ რეგულაციებს.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით, საქართველოს ქალაქებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო, მათ შორის, ბათუმშიც. აჭარაში საველე შტაბს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობს.

მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით სხდომაზე 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური ანგარიში განიხილეს და იმსჯელეს  ახალი კორონავირუსის (covid-19) გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვის პირობებში ეკონომიკის სტიმულირებისა და საინვესტიციო გარემოს ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელებაზე.

ახალი საინვესტიციო განკარგულების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს საინვესტიციო ვალდებულების გადავადებას 4 თვით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა დელეგირება  განახორციელოს ცვლილებები არსებული განკარგულების ეფექტურად განხორციელების მიზნით.

განხილულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები. 108 % შესრულდა ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში, ხოლო ხარჯვით ნაწილში 95,3%.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics