|
2020-03-30 12:11:44, 1434 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ხუნდაძე კორონავირუსზე - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხიფათი ძალიან ახლოს დაგვდევს
პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვამელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ სტაბიურად მიდის სიტუაცია კორონავირუსთან დაკავშირებით, თუმცა „არ უნდა დაგვავიწყდეს, ორმ ხიფათი ძალიან ახლოს დაგვდევს“. მისი თქმით, აუცილებელია სოციალური დისტანციისა და რეკომენდაციების დაცვა, რათა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკები მაქსიმალურად შევამციროთ. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიმყოფებით პრეკრიზისულ ფაზაში და ეს არის ყველაზე ურთულესი პერიოდის წინა ეტაპი, ვფიქრობ, მაჩვენებლები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მივდივართ სტაბილურად, პანიკის საფუძველი არ არის. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხიფათი ძალიან ახლოს დაგვდევს. ამიტომ მთავარი რეკომენდაცია, რომ დავიცვათ დისტანცია ერთმანეთისგან, ოფიციალური დისტანცია არის ყველაზე მძლავრი იარაღი იმისთვის, რომ კორონავირუსი დავამარცხოთ და ნაკლები ზიანით გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)