00:14 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-28 16:16:26, 1966 ნახვა

რეგიონი
შუახევში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს

ქვეყანაში კორონავირუსთან არსებული ვითარების მიუხედავად, შუახევში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. 

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, მოადგილე ომარ ტაკიძესთან ერთად ფურტიოს ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა და პანდემიის ფონზე დასაქმებულთა უსაფრთხოების საკითხით დაინტერესდა.

სამუშაოებს, ყველა რეკომენდაციის დაცვით, შპს ,,თამუნა" ახორციელებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 43 599 ლარია. პროექტი ითვალისწინებს საყრდენი კედლის, სანიაღვრე არხის, ლითონის მოაჯირის, დეკორატიული ბილიკებისა და ხელოვნური საფარის მოწყობას. მოედნის აღიჭურვება ატრაქციონებით. 

,, არსებული პროექტის განხორციელება ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის დასასვენებელი და გასართობი სივრცის არარსებობის გამო მივიღეთ. განახლებული ინფრასტრუქტურით მალე 52 აღსაზრდელი ისარგებლებს. პანდემიასთან დაკავშირებით მშენებლობებზე, მაქსიმალურად დაცულია უსაფრთხოების ნორმები და რეკომენდაციები“-აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ. 

ხელმძღვანელმა პირებმა, დღესვე ფურტიოში მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დაათვალიერეს. უახლოეს დღეებში ფურტიოში შიდა სასოფლო გზებზე ბეტონის საფარის და სოფლის ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები დაიწყება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics