|
2025-07-17 13:23:49, 7923 ნახვა
სპორტი
კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ფრანგულ „მეცში“ ითამაშებს
რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ფრანგული „მეცი“ „კოლხეთი 1913“-ის თავდამსხმელით, გიორგი აბუაშვილით ინტერესდება და მხარეები გარიგების დასრულებასთან ახლოს არიან. დღეს ცნობილი გახდა, რომ გარიგება შედგა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა ამ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. Footmercato-ს ცნობით, 22 წლის ქართველი თავდამსხმელი სეზონის ბოლომდე იჯარით „მეცის“ ღირსებას დაიცავს. „ერთ ქართველს მეორე მოჰყვა. გიორგი წიტაიშვილის „მეტსში“ ჩასვლიდან რამდენიმე დღეში გიორგი აბუაშვილის ჯერი დადგა. 22 წლის ასაკში ის საქართველოს ჩემპიონატიდან გადმოვიდა. ის ჩვენთან ერთწლიანი იჯარით კოლხეთიდან ითამაშებს“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში. როგორც ცნობილია, გეორგიის შეძენით ასევე დაინტერესებულნი იყვნენ „ბრისტოლ სიტი“, „ხეტაფე“, „ელჩე“, „გენგამი“ და „ესპანიოლი“. შეგახსენებთ, რომ აბუაშვილი პორტუგალიურმა კლუბმა „პორტუმ“ 18 წლის ასაკში თბილისის „დინამოდან“ შეიძინა, თუმცა ფეხბურთელის კარიერა პორტუგალიაში არ გამოუვიდა. რუმინულ გუნდ „პეტროლულში“ ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, ის საქართველოში დაბრუნდა და ფორმაში ჩადგომა ფოთის „კოლხეთში“ შეძლო.
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)