|
2020-03-18 12:19:34, 8050 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მატების შემთხვევაში, სწავლა კვლავ გადაიდება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მატების შემთხვევაში, განათლების სამინისტროს გაეცემა რეკომენდაცია სწავლის კიდევ ერთხელ გადადებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. "განათლების სამინისტროსთვის გაცემული რეკომენდაცია დამოკიდებული არის ვირუსის გავრცელებაზე, იქედან გამომდინარე თუ გვექნება მაღალი მატება, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა იყოს შეჩერებული და გადავადებული კიდევ ერთხელ. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს და ჩვენ ვეცდებით, რომ აკადემიური წელი ბავშვებისთვის დამთავრდეს სრული მოსწრებით", - განაცხადა მინისტრმა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)