|
2020-03-17 11:09:12, 1526 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსი, ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირებული 29 პაციენტი რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ახლა ამ ეტაპზე ჩვენთან დადასტურებული წევს 29 შემთხვევა, როგორც ვიცით გუშინ ერთი გაეწერა, გუშინვე მოთავსდა ერთი და დღეს დაემატა ერთი. ანუ გვაქვს 29 შემთხვევა ჩვენს ცენტრში. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით გამოხატული კლინიკით ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება მას დამადასტურებელი კვლევები დამატებით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია. სტაბილურია, ვლაპარაკობ, აი, უკვე მეორე-მესამე დღეა და ეს იმის მიმანიშნებელია, რომ დაავადების პროგრესირებას, ალბათ, არ მოველოდებით რამდენიმე ძველ პაციენტთან, რომელთა ჩვენ საავადმყოფოში ყოფნის 12-13 დღე გასულია. უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ დასტაბილურებული სიტუაციის შემდეგ გაუმჯობესებაზე. დანარჩენ პაციენტებში სიტუაცია ჯერჯერობით მართვადია. შეფასებით ნაწილში რამე ლაბორატორიულად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ვლინდება. კლინიკაც გამოხატული არ პროგრესირებს და დიდი ალბათობით სიტუაცია, ალბათ, უნდა იყოს დინამიკაში დამაკმაყოფილებელი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)