|
2020-03-13 16:26:16, 14986 ნახვა
High - Tech
სამსუნგი რიგ ქვეყნებში საკუთარ მომხმარებელს მოწყობილობების უფასო დეზინფექციას შესთავაზებს
მობილური ტელეფონი, ყურსასმენი, ქეისი, ჭკვიანი საათი- ეს იმ გაჯეტების ჩამონათვალია, რომლებს ხელიდან არ ვუშვებთ, ყველგან თან დაგვაქვს და მუდმივად გვჭირდება. ეპიდემიის დროს კი ასეთი საჭირო ხელსაწყოები მიკრობების, ვირუსების და ბაქტერიების პლანტაციებად შეიძლება გვექცეს. სწორედ ამიტომ საჭიროა ტექნიკის დეზინფექცია, არამარტო იმ დროს, როცა ვირუსი მძვინვარებს, არამედ მაშინაც, როცა საფრთხე თითქოს და არ არსებობს. კომპანია "კუპერტინომ", ანუ Apple-მა ოფიციალური წერილი გაავრცელა, რომელშიც ელექტრონული მობილური მოწყობილობების დეზინფექციის პროცედურა დელტალურადაა აღწერილი. კორეული გიგანტი "სამსუნგი" კი უფრო შორს მიდის და ბევრი ქვეყნის ოფიციალურ სერვისცენტრებში პროგრამას, სახელად Samsung Galaxy Sanitizing აფუძვნებს. ეს პროგრამა კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, გაჯეტების ულტრაიისფერი გამოსხივების საშუალებით სრულ დეზინფექციას ითვალისწინებს. ცნობილია, რომ იისფერი გამოსხივება ვირუსებს და ბაქტერიებს კლავს და სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებებისგან განსხვავებით ზედაპირს შედარებით დიდი ხნის მანძილზე სუფთას ტოვებს. დეზინფექციისთვის სპირტის გამოყენება აგრეთვე ოლიოფობური შრის დარღვევას არ გამორიცხავს, რის შემდეგ სმარტფონის ზედაპირმა თითის სრიალის ეფექტს კარგავს, ხოლო იისფერი გამოსხივებით დეზინფექცია ამ რისკებს გამორიცხავს. "სამსუნგის" ქართულ განყოფილებას ამდაგვარი აქციის შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეპნებია.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)