|
2019-07-26 11:31:42, 17265 ნახვა
კულტურა
„თბილისის ცის ქვეშ“ - პროექტის ფარგლებში გიო ცინცაძის კინომუსიკის საღამო გაიმართა
დედაქალაქის მერიის ინიციატივითა და „არტაერას“ ორგანიზებით პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ამაღლების ქუჩაზე, თბილისური ეზოს ფორმატში გიო ცინცაძის კინომუსიკის საღამო გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია სტუმართან, ერევნის მერის მოადგილე ტიგრან ვირაბიანთან ერთად დაესწრო. მსმენელის წინაშე ოპერისა და ბალეტის თეატრის კამერული ორკესტრი - „კამერატა“ და ვოკალისტი ნინო ჩაჩუა წარდგნენ. ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელი გახლდათ ლევან გოცირიძე, ხოლო მთხრობელები - კახა თოლორდავა, ინეკე სმიტსი და ქეთი მაჭავარიანი. გიო ცინცაძე 60-ზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის მუსიკის ავტორია. მას არაერთ რეჟისორთან უმუშავია. გიო ცინცაძის შემოქმედების ძირითადი ნაწილი მხოლოდ ციფრული ვერსიის სახით არსებობდა. სპეციალურად „თბილისური ეზოსთვის“ შეიქმნა რამდენიმე ნაწარმოების პარტიტურა, რომელიც ცოცხლად პირველად შესრულდა.
(NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)