|
2019-03-20 15:18:07, 3906 ნახვა
კულტურა
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 25 მარტს, 16:00 საათზე, მხატვარ მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ორმოცდაათამდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი. გამოფენაზე დამთვალიერებელი პირველად იხილავს მერაბ აბრამიშვილის ერთ-ერთი ნამუშევრის - „პარიზის" - ესკიზს. მერაბ აბრამიშვილი (1957-2006 წწ.) თანამედროვე ქართული ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელია. მხატვრის შემუშავებულმა ტექნიკამ და გამოყენებულმა ფაქტურამ მის ნამუშევრებს განსაკუთრებული გამომსახველობა შესძინა. მის შემოქმედებას საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული. ქართველი მხატვრის ნამუშევრებმა ხელოვნების მოყვარულთა ყურადღება სოთბისა და კრისტის აუქციონებზე არაერთხელ მიიპყრო. ამასთან, 2013-2014 წლებში მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო სოთბის ლონდონის სააუქციონო სახლის გამოფენა "გზაჯვარედინზე". მხატვრის ნამუშევრები საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებშია დაცული. გამოფენა 1 მაისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.
(NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)