|
2018-12-26 18:42:49, 4666 ნახვა
კულტურა
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „ქართული კინო“ გაიხსნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „ქართული კინო“ გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს იუსტიიის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნეს. 2018 წელს ქართულ კინოს 110 წლის იუბილეა. გამოფენა სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა. ეროვნულ არქივში ქართული კინოს გადაღების ისტორიის ამსახველი საინტერესო და მრავალფეროვანი მასალა ინახება. მათგან გამოფენაზე წარმოდგენილია 1920-იან-1980-იან წლებში გადაღებული კინოფილმების გადასაღები მოედნების ამსახველი ფოტოები და ქართული მხატვრული ფილმების აფიშები. ფილმებს შორისაა: „ჩემი ბებია", „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", „არდადეგები", „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", „პასტორალი", „არაჩვეულებრივი გამოფენა", „ფეოლა", „მხიარული რომანი", „დღე უკანასკნელი, დღე პირველი", „ვერის უბნის მელოდიები" და სხვა. დღესვე გაიმართა ამავე თემაზე შექმნილი ეროვნული არქივის 2019 წლის კალენდრების პრეზენტაცია. გამოფენა 2019 წლის იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.
(NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)