|
2015-06-12 17:03:35, 4239 ნახვა
კულტურა
ბათუმში მწერალ გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართება
ბათუმში, 14 ივნისს, 18:00 საათზე, პრემია „საბას“ ლაურეატ, მწერალ გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართება. ბათუმელი მკითხველები მწერალს ბათუმის „თიბისი გალერეაში“ შეხვდებიან . ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ავტორი ისაუბრებს საკუთარ შემოქმედებაზე, ახალ წიგნებზე, უპასუხებს მკითხველთა შეკითხვებს... საღამოს ასევე პრემია „საბას“ ლაურეატები რატი ამაღლობელი და თეონა დოლენჯაშვილი გაუძღვებიან. 15 ივნისს კი გურამ დოჩანაშვილი აჭარაში სოფ. გორგაძეების და სოფ. გეგელიძეების საჯარო სკოლებს ეწვევა. პრემია „საბას“ ლაურეატები ამ სოფლის ბავშვებს საშუქრად გადასცემენ „საბას“ ელექტრონული სახლის ბიბლიოთეკებს - სპეციალურ სამკითხველო კუთხეს, ლეპტოპითა და შიგ ჩატვირთული 600-მდე წიგნით. ქართლისა, იმერეთის და კახეთის შემდეგ, აჭარა მეოთხე რეგიონია, სადაც პრემია „საბა“ შეხვედრებს მართავს და საჯარო სკოლებს ბიბლიოთეკით ასაჩუქრებს. „შეხვედრის საბა-ბი“ - ასე ჰქვია პრემია „საბას“ ამ ახალ საგანმანათლებლო აქციას, რომლის ფარგლებში „საბას“ ლაურეატები წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს მოივლიან და ადგილობრივ მკითხველებს შეხვდებიან, ამავე რეგიონის სოფლის სკოლებს კი საჩუქრად „საბას“ ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკებს გადასცემენ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)