|
2015-01-16 10:40:56, 1283 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირთან ურთიერთობების ხარისხობრივად სრულიად ახალ ეტაპზე ვიმყოფებით
ჩვენ დღეს ევროკავშირთან ურთიერთობების ხარისხობრივად სრულიად ახალ ეტაპზე ვიმყოფებით - ეს პროცესი გულისხმობს თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურის, განათლების, მეცნიერების, უსაფრთხოების და სხვა სფეროებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების ეფექტური განხორციელება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, საქართველოს ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. „შეთანხმების დროებითი ამოქმედებიდან ოთხი თვის თავზე ჩვენ უკვე გვაქვს პირველი შედეგები. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირთან მთელი რიგი პროდუქციით ვაჭრობაში, მათ შორის გაიზარდა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა სერიოზულად ემზადება მიმდინარე წლის მაისში რიგაში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის, რათა, როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორი, იყოს წარმატების მაგალითი. რიგის სამიტისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ტექნიკური სამუშაოს წარმატებით დასრულება პრემიერმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ დადებით რეკომენდაციას მიიღებს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)