|
2017-04-28 16:42:58, 2974 ნახვა
სპორტი
აჭარაში მცხოვრებ 96 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა
აჭარაში, 8 ჩასახლებაში მცხოვრებ 122 ოჯახს, მათ შორის 96 დევნილ ოჯახს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაბა ჩაქვში აღნიშნულ ოჯახებს შეხვდნენ და ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 122 ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, დაუკანონა. „ახლა უკვე დევნილებს აქვთ ჭერი. შენობები ტექნიკურად მძიმე მდგომარეობაშია და დღემდე, სანამ არ გაირკვეოდა მფლობელის ვინაობა, თვითმმართველობას არ ჰქონდა საშუალება გარკვეული დახმარება გაეწია რემონტის ჩატარების კუთხით. დღეიდან, როგორც კი საკუთრების ფურცლებს მოქალაქეები ხელში დაიკავებენ, შესაძლებელი გახდება გარემონტდეს არსებული ფართები და საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს“ , - განაცხადა სოზარ სუბარმა ოჯახებთან შეხვედრისას. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაბა ჩაქვში დევნილი ოჯახებისთვის დაკანონებულ ობიექტს სახურავს გამოუცვლის და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებს განახორციელებს. (NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)