|
2015-03-26 11:06:01, 1328 ნახვა
სამხედრო
V ქვეითი ბრიგადის ასეული ერთთვიან საველე მომზადებას ასრულებს
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის ასეული ერთთვიან საველე მომზადებას ასრულებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გეგმიური წვრთნა ოსიაურის საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობს და მასში 115 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. საველე-ტაქტიკური მომზადების დროს სამხედრო მოსამსახურეები რეკოგნოსცირების ოპერაციებში, კონტაქტზე რეაგირებაში, სათვალთვალოების მოწყობასა და ტოპოგრაფიაში ემზადებიან. ჯარისკაცებმა წვრთნები დღისა და ღამის ნავიგაციაშიც გაიარეს. სწავლების დასკვნით ფაზაზე შემაჯამებელი წვრთნა გაიმართა. სწავლება იმიტირებული სცენარის მიხედვით ჩატარდა. V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა ტაქტიკური ამოცანა შეასრულეს. სწავლების ბოლო დღეს ქართველი სამხედროები ოსიაურიდან გორის მიმართულებით ტაქტიკურ მარშს განახორციელებენ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)