|
2015-03-16 18:25:39, 3320 ნახვა
სპორტი
ირაკლი ღარიბაშვილი მძიმე შინაარსის ფილმის ჩვენებაზე დაბალი კლასების მოსწავლეების დასწრებას არ მიესალმება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოში მძიმე შინაარსის ფილმის ჩვენებაზე სკოლის მოსწავლეთა დასწრებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ფაქტს არ მიესალმება. თუმცა, ამავე დროს ირაკლი ღარიბაშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ შესაძლოა, ეს ყველაფერი პროვოკაცია იყო. "დარბაზებში დაბალი კლასების მოსწავლეების მიყვანას არ მივესალმები, მაგრამ როგორც ამიხსნეს, შესაძლოა, ეს იყო პროვოკაცია, „თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების მიყვანა მოხდა. დღეს აღარ გვჭირდება ზედმეტი ემოციები და აგრესიები, აღარ გჭირდება პროვოკაციები. ორივე მხარეს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ნებისმიერი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სამეგრელოში არასამთავრობო ორგანიზაციის „ყველა თაობა საქართველოსთვის” მოწყობილ ფილმის ჩვენებაზე სკოლის მოსწავლეთა დასწრების ფაქტთან დაკავშირებით, ზუგდიდის, ხობის და ფოთის რესურსცენტრების და სკოლების ინსპქეტირება დაიწყო.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)