|
2016-07-11 14:42:03, 4002 ნახვა
კულტურა
Black Sea Arena კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება
Black Sea Arena 30 ივლისს მსოფლიო პოპ-ვარსკვლავის კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება. კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 50 ლარიდან დაიწყება, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე Black Sea Arena-ს დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ბილეთების ფასი 50, 60 და 100 ლარი იქნება. იქნება კიდევ 150 და 170 ლარიანი ბილეთებიც. VIP ადგილები კი 600 ლარი ეღირება. ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავის შოუ-კონცერტზე დასწრების საშუალება 9500-მდე ქართველ და უცხოელ მსმენელს მიეცემა. აგილერა კონცერტზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. ბილეთების გაყიდვა tkt.ge -ზე 12 ივლისს დილის 9 საათზე დაიწყება. როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, უახლოეს დღეებში საზოგადოებას სხვა ვარსკვლავების ვინაობასა და ჩამოსვლის თარიღებს გააცნობენ. კრისტინა აგილერას კონცერტი 30 ივლისს Black Sea Arena-ზე გაიმართება. პრესკონფერენციას ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანიც ესწრებოდა.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)