|
2016-04-20 11:00:39, 1865 ნახვა
სპორტი
„არჩევნები ყალბია“, - პროფესორი ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას აპროტესტებს
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს, რასაც გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის პროფესორი, თამაზ კალაძე აპროტესტებს. პროფესორი ადგილზე მივიდა ტრანსფარანტით - „არჩევნები ყალბია“. იგი არჩევნების უკანონობაზე საუბრობს. თამაზ კალაძე აცხადებს, რომ მას უკანონოდ შეეზღუდა არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. „ჩემთან ერთად, კიდევ 150 ადამიანს, გამოყენებითი მათემატიკისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის უნივერსიტეტიდან, შეზღუდული აქვთ ხმის მიცემის უფლება“, - აცხადებს თამაზ კალაძე. ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები 10:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდება.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელს უნივერსიტეტის აკადემიური, ან სამეცნიერო თანამდებობის პირი ირჩევს, რომელსაც დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი აქვს. კენჭისყრის პროცედურა თსუ-ს პირველ კორპუსში, სააქტო დარბაზის ფოიეში იმართება. კენჭისყრას 16 ინდივიდუალური პირი და 4 არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)