|
2016-04-07 13:12:48, 3742 ნახვა
კულტურა
თბილისის „ივენთ ჰოლში" გულიკო ჭანტურიას სოლო კონცერტი გაიმართება
10 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, თბილისის „ივენთ ჰოლში" ჯაზ ვოკალისტის გულიკო ჭანტურიას სოლო კონცერტი გაიმართება. ღონისძიება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. პროექტის იდეის ავტორია ნია ბახტაძე, კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მაზანაშვილი. XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე ამერიკაში აფრო-ევროპული კულტურების სინთეზის წიაღში იშვა მუსიკალური მიმდინარეობა, რომელმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო. ჯაზი, როგორც მუსიკალური ჟანრი საბჭოთა კავშირშიც გავრცელდა, თუმცა წლების მანძილზე იდევნებოდა და ერთგვარად, ადამიანების შინაგანი თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. XX საუკუნის 70-80 წლებში მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჯაზურ მუსიკას მიუხედავად დევნისა და შევიწროვებისა ერთეული ადამიანები ემსახურებდოდნენ. მათ შორის გამოირჩეოდა საქართველოში მოღვაწე ვოკალისტი ქალბატონი გულიკო ჭანტურია, რომელიც თავიდანვე გამოირჩეოდა ჯაზის მუსიკალური ენისათვის სახასიათო და გამორჩეული იმპროვიზაციით, მდიდრული რიტმით და რიტმული ფიგურების – სვინგის უნიკალური ფლობით. უკვე ოთხ ათეულ წელზე მეტია ქალბატონი გულიკო უსასრულო ერთგულებით, ჯაზური თავისუფლებითა და ამ მუსიკაში გაჟღერებული სიყვარულით ემსახურება საქართველოს ჯაზის სცენას. მისი შემოქმედება თავისუფალია ისევე, როგორც თავად ჯაზი, ყოველგვარი კლიშეებისაგან. მეტად მრავალმხრივია მისი საშემსრულებლო არეალები: სოული, ქანთრი, ჯაზ-როკი, ქართული ფოლკლორი და სხვ. მისი კონცერტი მსმენელთან უშუალო კონტაქტზე, საუბარზეა აგებული და უდიდესი ენერგიის მომნიჭებელია. გულიკო ჭანტურია გამოირჩევა განსაკუთრებით დახვეწილი მუსიკალური გემოვნებით და მისი შემოქმედების ლოგიკური მწვერვალია მისი პედაგოგიური მოღვაწეობა. იგი ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია, ჯაზური ვოკალის მიმართულებით და მრავალი წარმატებული მუსიკოსი შესძინა საქართველოს. საქართველოში ჯაზური მუსიკის პროპაგანდა-განვითარებისათვის ქალბატონი გულიკო ჭანტურია დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. იგი არის მრავალი საერთაშორისო, საკავშირო, რესპუბლიკური ჯაზ-ფესტივალების, ტურნეების და კონკურსების მონაწილე, როგორც ჯაზის ვოკალისტის, ასევე, ჟიურის საპატიო წევრის სტატუსით.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)