08:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-28 17:12:42, 2072 ნახვა

საზოგადოება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა

28 აპრილს ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ინტერაქციული სპექტაკლი „წინ და წინ - ფინანსობანა" გაიმართა. „წინ და წინ – ფინანსობანა" მოზარდებისთვის შექმნილი პირველი ქართული სპექტაკლია ფინანსურ თემაზე, რომელიც თამაშისა და ინტერაქციის ფორმით აცნობს მათ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ფინანსური უსაფრთხოება, დაზოგვა, მიზნების დასახვა და მეწარმეობის საფუძვლები. სპექტაკლს ესწრებოდნენ როგორც "ფინედუს" პროექტებში აქტიურად ჩართული მასწავლებლების მოსწავლეები, ასევე ადგილობრივი სკოლების დაინტერესებული მოზარდები. პროექტი ფულის გლობალური კვირეულის 2026 წლის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს" - www.finedu.gov.ge - ინიციატივით, კომპანია „თამაშობასთან" თანამშრომლობითა და ლიბერთი ბანკის, საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკისა და ბაზისბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ეს უკვე მეცხრე წარმოდგენაა. გასულ წელს სპექტაკლი გაიმართა თბილისსა და შვიდ რეგიონში და მას ჯამში 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო. „წინ და წინ - ფინანსობანას" მომდევნო წარმოდგენები გაიმართება 29 აპრილს ონში და 1 მაისს მესტიაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics