|
2014-12-22 00:01:07, 5432 ნახვა
კულტურა
საყდრისის ოქროს მაღარო აფეთქებამდე ერთი დღით ადრე
საყდრისის მცველებმა „ექსპრესნიუსს“, საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე უძველესი ოქროს მაღაროს აფეთქებამდე გადაღებული ექსკლუზიური ფოტო- და ვიდეომასალა მიაწოდეს. აღნიშნული მასალა საყდრისის მცველებმა ობიექტზე დაახლოებით, 50 მეტრის სიღრმეში, 12 დეკემბერს ფარულად გადაიღეს. „ჩვენ გვინდოდა აღნიშნული ფოტო-და ვიდეომასალით საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ საყდრისის შუა გულში, 13 დეკემბრამდე, ყველა ის მტკიცებულება იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქართველები ოქროს ნამდვილად მოიპოვებდნენ“, – განუცხადა „არგუმენტს“ დიმიტრი ჩაგელიშვილმა. ცნობისთვის, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული. ამავე ბრძანების გათვალისწინებით, კომპანია “არ ემ ჯიმ” 2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისში სამუშაოები განაახლა და ტერიტორიის აფეთქება დაიწყო.
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)