|
2015-02-17 12:38:25, 3169 ნახვა
სპორტი
ომბუდსმენი: ნინო გვენეტაძე ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს
„მთავარი იყო კრიტერიუმები,უნდა ყოფილიყო კარგი მენეჯერი, პრინციპული და პროფესიონალი ადამიანი“,-ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯომარის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა. ომბუდსმენის თქმით, მას იმედი აქვს, რომ გვენეტაძე შეასრულებს დიდ როლს იმისთვის, რომ მართლმსაჯულების რეფორმა დასრულდეს. „მთავარი იყო კრიტერიუმები, უნდა ყოფილიყო კარგი მენეჯერი, პრინციპული და პროფესიონალი ადამიანი. მე ვფიქრობ, ქალბატონი ნინო ამ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. მე იმედი მაქვს, რომ რეალურად ის შეასრულებს დიდ როლს იმისთვის, რომ მართლმსაჯულების რეფორმა დასრულდეს და არავის არ დარჩეს კითხვები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. მე მის პრინციპულობას და პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ ვერ დავაყენებ, წლების განმავლობაში ის სწორედ ამ ნიშნებით იყო გამორჩეული“,-განაცხადა სახალხო დამცველმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა დაასახელა. ცნობისთვის, საზოგადოების წარმომადგენლების მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურების დასახელების ეტაპი 9 თებერვალს დასრულდა. 36 წარდგენილ პირთაგან რვამ თავისი კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა. წარდგინებაზე უარი განაცხადეს: დარეჯან გოგიბერიძემ, ნუნუ კვანტალიანმა, დავით მამისეიშვილმა, დავით სულაქველიძემ, იური ტაბუცაძემ, ნათია წკეპლაძემ, ლადო ჭანტურიამ, თინათინ ხიდაშელმა.
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)