|
2016-03-11 12:19:18, 2052 ნახვა
სპორტი
„ექსპრესნიუსის“ ჟურნალისტები ნინო ბურჯანაძის პარტიას მიმართავენ
„ექსპრესნიუსის“ ჟურნალისტები ვგმობთ რაიმე სახის ზეწოლას პოლიტიკური ჯგუფისა, თუ ცალკეული პოლიტიკოსებისგან. როგორც გუშინ „ექსპრესნიუსის“ გაერთიანებული ნიუსრუმის მთავარმა რედაქტორმა სოციალურ ქსელში დაწერა, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა იცის, თუ რომელი სპეცსამსახურები აწვდიან ინფორმაციას „ექსპრესნიუსს“. აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადება, მედიაჰოლდინგ „ექსპრესნიუსში“ მომუშავე თითოეული თანამშრომლისთვის შეურაცხმყოფელია. მივმართავთ ბატონ გიორგი ახვლედიანს, წარმოადგინოს მტკიცებულებები, სადაც მის მიერ ნათქვამ განცხადებას დაადასტურებს, ან საჯაროდ ბოდიში მოიხადოს. ასევე, მივმართავთ პარტიას- ან დაადასტუროს ფაქტი, ან პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ განცხადებას გაემიჯნოს. მიგვაჩნია, რომ ეს არ ყოფილა შეურაცხმყოფელი განცხადება მხოლოდ ირაკლი მანაგაძის მიმართ, ეს არის ზეწოლა თავისუფალი მედიასაშუალებისა და იქ მომუშავე ჟურნალისტების მიმართ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, დამოუკიდებლობა ყველაზე მაღალ ღირებულებას წარმოადგენს. სამწუხაროდ, პოლიტიკოსების მხრიდან ჟურნალისტების შეურაცხყოფა, ერთგვარ მოდად დამკვიდრდა, რაც შემაშფოთებელია. კიდევ უფრო სამწუხაროა, როდესაც ამას აკეთებს პოლიტიკოსი, რომელიც წარსულში ჟურნალისტი იყო.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)