|
2016-03-11 12:08:35, 4056 ნახვა
კულტურა
თოჯინების თეატრში 13 მარტს სპექტაკლის „13...თიბათვისა“ პრემიერა გაიმართება
ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 13 მარტს, 20:00 საათზე, გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა „13...თიბათვისა". ეს გახლავთ ერთმოქმედებიანი დადგმა, რომელიც თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავისუფალი თეატრალური პროექტების ფარგლებში განხორციელდა და იგი 13+ ასაკის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი. პიესა, რეჟისურა, სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება – გურამ მაცხონაშვილი. სპექტაკლის ტექნიკური რეჟისორი - თამარ მედოევი. სიზმრისა და ცხადის, ხელშესახებისა და ილუზიის, ამბოხისა და კონფორმიზმის, სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე მდგომი პერსონაჟები ცდილობენ, მაყურებელიც თავისკენ გადაქაჩონ და სიურელიზმის საბურველში გაახვიონ, გაუთლელი პირდაპირობით დაახვიონ თავბრუ და მათი დახმარებით აამოქმედონ დროის მანქანის ძრავა - ეს შესაძლებელს გახდის კოლექტიურ მოგზაურობას თბილისის წარსულში - შეცდომებით დაბინძურებული ქალაქის ქუჩებში. 13 ივნისის მოვლენები, ამ მოვლენებით დაზარალებული ადამიანები დროის სვლასთან ერთად კარგავენ აქტუალურობას და ადგილს „მოკლე მეხსიერების ნაგავსაყრელზე" იკავებენ. რას გრძნობ, როცა წყალი გფარავს, როცა მას შენი სურვილების საწინააღმდეგო მიმართულებით მიჰყავხარ? რა იგრძნეს ცხოველებმა, როცა წყალმა სახლები დაატოვებინა და რა იგრძნეს ბავშვებმა, რომლებსაც საყვარელი ცხოველები აღარ დაუხვდათ იქ, სადაც მათი ტრადიციული შეხვედრის ადგილი იყო. სპექტაკლის ძირითადი სიუჟეტური ხაზის პარალელურად, „თეატრის მაღალი სცენიდან" ფემინიზმზე, პატრიარქატზე, მშრომელთა უფლებებსა და ურბანულ პრობლემებზე გველაპარაკებიან. პერსონაჟები ცდილობენ მოგვიხაზონ ის უსასრულო წრე, რომელზეც დიდი ხანია ხელჩაკიდებულები დავდივართ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)