|
2016-02-25 18:37:12, 2000 ნახვა
სპორტი
ნოდარ ხადური: მთავარია, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კომუნიკაცია იყოს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასებისგან თავს იკავებს. თუმცა, ხადური აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კომუნიკაცია არსებობდეს. “მე ვერ შევაფასებ ეროვნული ბანკის საქმიანობას, ის კონსტიტუციური ორგანოა და ის არ არის მთავრობის ნაწილი, შესაბამისად, მე როგორც მთვრობის წევრი ვერ შევაფასებ , რაც შეეხება ..პარლამენტში წარდგენილია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი, მანამდე რამდენადაც ვიცი ერთ–ერთი ვიცე პრეზიდენტი შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას, ცხადია, რომ ბანკს ეყოლება ხელმძღვანელი. მთავარია, საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის კომუნიკაცია იყოს. პრაქტიკულად ონლაინ რეჟიმში ძალიან ბევრი მაკროეკონომიკური თემაა, რომელზეც საჭიროა შეთანხმებული და კოორდინირებული საქმიანობა, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთ–ერთი სამსახური მეორეს საქმიანობაში უნდა ერეოდეს. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ძალიან ბევრ თემაზე”,-განაცხადა ნოდარ ხადურმა. შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა. სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას, ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)