06:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-07 12:11:42, 3043 ნახვა

მსოფლიო
მაშველებმა ინდონეზიაში AirAsia-ს გაუჩინარებული ლაინერის კუდი იპოვეს

მაშველებმა  ინდონეზიაში  AirAsia-ს გაუჩინარებული ლაინერის კუდი იავას ზღვაში იპოვეს.
ამის შესახებ ინფომაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.
„შავი ყუთი“, რომელიც ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზების შესახებ ინფორმაციას შეიცავს, სწორედ ლაინერის კუდშია მოთავსებული.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ლაინერის ჩამოვარდნის დღეს ავიაკომპანია AirAsia-ს სურაბაი-სინგაპურის მიმართულებით  ინდონეზიის ხელისუფლებისგან  ოფიციალური ფრენის უფლება არ ჰქონდა.
ინდონეზიის მთავრობამ ამის შესახებ კომენტარი უკვე გააკეთა.
მათი განცხადებით, აღნიშნული საკითხის შესწავლა, თუ რატომ გაფრინდა ლაინერი ლიცენზიის გარეშე, აუცილებლად მოხდება და გამოძიების დასრულების შემდეგ  ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება.
აქვე, ავიაკომპანია AirAsia-ს ხელმძღვანელობამ ბრალდების საპასუხოთ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ყოველდღიური ფრენები სურაბაი-სინგაპურის მიმართულებით ოფიციალური ნებართვით ხორციელდა.
„სურაბაი-სინგაპურის მიმართულებით ფრენის ოფიციალური ნებართვა ჩვენ, როგორც ინდონეზიისგან, ისე სინგაპურისგან გვაქვს და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრენის განრიგი არასწორად იყო შედგენილი, ეს ადმინისტრაციული შეცდომაა და მეტი არაფერი“,-ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
 შეგახსენებთ, რომ ინდონეზიის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურის მიმართულებით მფრინავი AirAsia-ს თვითმფრინავი 28 დეკემბერს გაუჩინარდა, რომელზეც 162 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 137 ზრდასრული, 17 მცირე წლოვანი ბავშვი, ერთი ჩვილი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.

რეისი Airbus 320-200 ტიპის თვითმფრინავით სრულდებოდა. AirAsia-ს ბორტმა, ჯაკარტას საჰაერო სივრცის საკონტროლო პუნქტთან კავშირი, ადგილობრივი დროით, დილის 6 საათსა და 17 წუთზე დაკარგა.
გაუჩინარებული ლაინერის ნაწილები მაშველებმა 30 დეკემბერს აღმოაჩინეს.  ბოლო მონაცემებით  40 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ხოლო  სამაშველოს სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics