|
2023-07-20 13:56:29, 3870 ნახვა
Lifestyle
ჰარი სტაილსმა ახალი მუსიკალური ვიდეო – Satellite გამოუშვა
„ჰიუსტონ ჩვენ აქ ვართ და ჰარი სტაილსის ახალი მუსიკალური ვიდეო გვაქვს“. – წერს ბილბორდის ამერიკული გამოცემა ჰარის ახალი კლიპის შესახებ. 29 წლის პოპ-ვარსკვლავმა, ოთხშაბათს სამ მაისს, სიმღერისთვის Satellite საინტერესო ვიდეო-კლიპი გამოსცა. ჰარი სტაილისის რეჟისორობით და ობე პერისთან თანამშრომლობით შექმნილი კლიპის ვიზუალი, ანიმაციური ფილმის Wall-E-ის ინსპირაციაა. მტვერსასრუტ-რობოტი, ვიდეო-კლიპში კონცერტის დროს სცენაზე აღმოჩნდება, თუმცა მას ტერიტორიიდან დაცვის თანამშრომელი გააძევებს. თავგადასავლების ძიებაში რობოტი მოგზაურობას იწყებს და ფინალურ სცენარში ჰარი სტაილთან ერთად ვარსკვლავებს უცქერს. ჰარი სტაილსმა ვიდეო-კლიპის გამოსვლა ორი დღის წინ დააანონსა. Satellite 2022 წლის ალბომის Harry’s House-ის მეოთხე სინგლია, რომელიც ბილბორდის ჩარტების ლიდერი სიმღერების – As It Was, Late Night Talking და Music For a Sushi Restaurant-ის შემდეგ გამოვა. პოპ-ვარსკვლავი ამჟამად ტურნეში სახელწოდებით love on tour-ში იმყოფება, რომელიც 2021 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. ნახეთ ჰარი სტაილსის ახალი ვიდეო-კლიპი Satellite:
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)