|
2022-06-22 11:05:59, 5046 ნახვა
High - Tech
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი დონბასში დიდ ზარალს განიცდის და ახალი სარეზერვო შენაერთების განლაგებისთვის ემზადება
რუსეთი დონბასში დიდი რაოდენობით სარეზერვო შენაერთების განლაგებისთვის ემზადება. ფრონტზე რუსული ძალების დანაკარგები უზარმაზარია,- ამის შესახებ ინფრომაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინიტრო ავრცელებს. სამინიტროს მიერ გავრცელებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლებას 25 მარტის შემდეგ უკრაინაში დაღუპულთა ჯამური რაოდენობის შესახებ მონაცემები არ გამოუქვეყნებია. „თუმცა, მონაცემები დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჯგუფის ძალების დანაკარგების შესახებ საჯარო გახდა. 16 ივნისის მდგომარეობით, 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე 2128 სამხედრო მოსამსახურე დაღუპულია და 8897 დაჭრილი. რესპუბლიკის მსხვერპლის მაჩვენებელი მისი თავდაპირველი სიძლიერის დაახლოებით 55%-ის ექვივალენტურია, რაც ხაზს უსვამს დონბასში რუსული და პრორუსული ძალების უკიდურეს დასუსტებას“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, დაზვერვის თანახმად, დიდი ალბათობით, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალები აღჭურვილია მოძველებული იარაღითა და აღჭურვილობით. „ორივე მხრიდან, ფრონტზე სარეზერვო დანაყოფების შექმნისა და განლაგების შესაძლებლობა, სავარაუდოდ, უფრო მნიშვნელოვანი გახდება ომის შედეგისთვის“, - ნათქვამია სამინისტროს ანგარიშში. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის სანაპირო თავდაცვის შესაძლებლობებმა დიდწილად გაანეიტრალა რუსეთის შესაძლებლობა ზღვაზე კონტროლი დაემყარებინა და შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საზღვაო ძალები განეთავსებინა.
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)