|
2021-11-30 16:19:49, 5534 ნახვა
კულტურა
ძველი ხელნაწერების მიხედვით შექმნილი ახალი შრიფტების: „ანბანდიდი“, „გრაგნილი“ და „მედეა“ პრეზენტაცია გაიმართა
ქართული ხელნაწერების საფუძველზე შექმნილი ანბანის სამი სახეობის შრიფტების – „ანბანდიდის", „გრაგნილისა" და „მედეას" - პრეზენტაცია დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა. საქართველოს ეროვნული არქივის, კომპანია „ჯეპრასა" და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით შრიფტები ეროვნულ არქივში დაცული ძეგლების მიხედვით შეიქმნა. ასომთავრულს საფუძვლად დაედო IX საუკუნის გამორჩეული ხელნაწერი „ანბანდიდი სახარება", ნუსხურს – XV საუკუნის კონდაკი „იოანე ოქროპირის ჟამისწირვა", მხედრული შრიფტი კი XVII საუკუნის ძეგლის „იაზონისა და მედეას ამბავის" მიხედვით შეიქმნა. შრიფტები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უსასყიდლოდ არის ხელმისაწვდომი. https://calligraphy.ge/fonts?filters=avtori[86] პროექტი მიეძღვნა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის" იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანიდან 5 წლის იუბილეს. საქართველოს ეროვნული არქივი, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ნომინაციის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)