|
2021-11-28 21:30:07, 5723 ნახვა
კულტურა
21-თვიანი პაუზის შემდეგ, კლუბი KHIDI მუშაობას 3 დეკემბერს განაახლებს
21-თვიანი პაუზის შემდეგ, კლუბი KHIDI მუშაობას 3 დეკემბერს განაახლებს. საკლუბო ღამეზე დასწრება მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე ადამიანებს შეეძლებათ: • სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს, მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ; "კლუბი KHIDI-ს გადაწყვეტილება ეფუძნება პირველ დეკემბერს მთავრობის მიერ შემოღებულ მწვანე პასპორტის სისტემას, სადაც კოვიდ მწვანე სტატუსის მქონე პირებს შესაძლებლობა ექნებათ შევიდნენ შემდეგ ობიექტებში: კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები და ასე შემდეგ. ჩამონათვალში კვლავ არ არის ღამის კლუბები. აღსანიშნავია, რომ საკლუბო ინდუსტრია ერთადერთი სფეროა, რომელმაც სრულფასოვნად ჩაატარა ორი საპილოტე კვლევითი წვეულება, კოვიდ რეგულაციების მკაცრი დაცვით, ღია და დახურულ სივრცეებში. უკანასკნელი კვლევითი ღონისძიება 8 ოქტომბერს ჩატარდა კლუბში KHIDI, სადაც ვირუსის გავრცელების დადებითი მაჩვენებელი 0,5% იყო", - წერია KHIDI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)