|
2020-10-23 18:50:08, 9238 ნახვა
High - Tech
ევროპა აივ ინფექციის სამკურნალო პირველ ინექციურ საშუალებას უშვებს
ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) პირველად გასცა რეკომენდაცია აივ მკურნალობის ინექციურ საშუალებაზე. ახალი ინექციური სამკურნალო საშუალება, რომელიც 2 მედიკამენტის კომბინაციისაგან შედგება ( რილპივირინი x კობოტეგრავირი) რეკომენდირებულია ევროპის წამლის სააგენტოს კომიტეტის მიერ. ახლანდელი არვ მკურნალობა ყოველდღიურად მედიკამენტის მიღებას, ვირუსული დატვირძთვისა და CD4 ლიმფოციტების მუდმივ კონტროლს საჭიროებს, ინექციური არვ მკურნალობა ამ დისკომფორტს სრულად მოუხსნის პაციენტებს. დღეს არსებული თერაპიით, აივ – ინფექციის სტანდარტული მკურნალობა არის ARV მედიკამენტების კომბინაცია მინიმუმ ორი სხვადასხვა კლასიდან, რომლებიც ყოველდღიურად უნდა იქნას მიღებული ვირუსული რეპლიკაციის აღსაკვეთად, CD4 უჯრედების რაოდენობის გასაზრდელად. ის აჩერებს დაავადების პროგრესირებას. აივ დადებითი ადამიანები რომლებიც ანტირეტროვირუსულ მკურნალობას იყენებენ, პარტნიორისათვის ინფექციის გადადება არ შეუძლიათ. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ინფექციის მქონე ყველა ადამიანი იმკურნალებს, აიფ-ინფექციის ახალი შემთხვევები აღარ გაჩნდება. ინექციის შესახებ საბოლოო დასკვნა გადაგზავნილია ევროკომისიაში განსახილველად. რისი დამტკიცების შემდგომაც, თითოეულ ქვეყანას მიეცემა რეკომენდაცია ინექციური სამკურნალო საშუალების გამოყენებისა და სხვა დეტალების შესახებ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)