|
2015-01-28 23:12:19, 2730 ნახვა
კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი: ლომჯარიაზე, გიგაურზე და კოჟორიძეზე საინტერესო კვლევას დავდებთ
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კვლავ აკრიტიკებს. როგორც ივანიშვილმა "იმედთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილის ქმედებამ ახალი გაუგებრობა გამოიწვია და მას ხელს არასამთავრობო ორგანიზაციებიც უწყობდნენ. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურისა და კახა კოჟორიძის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს და მათთან დაკავშირებით საინტერესო კვლევას დადებენ. ამასთან, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდათან დაკავშირებით აჟიოტაჟია ატეხილი. "ის განცდა, რაც პრეზიდენტს აქვს, რომ გუნდმა, რომელმაც მოიყვანა, აუცილებლად მისი ოპონენტი და ოპოზიციაშია, ამ განცდის მიფარვა კი უნდა და მოსმენების პროცესში პრეზიდენტმა არასამთავრობოებიც შემოიყვანა, რომლებზედაც, სხვათაშორის, ჩვენ ცალკე კვლევას ვაკეთებთ. მთავრობაზე დიდი პიროვნებები რომ არიან, ლომჯარია, გიგაური, კოჟორიძე. ჩვენ საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე და მათ მიმართ ბევრი კითხვა გვაქვს.ამის უფლევბა გვაქვს. ტაბუ დაადეს, არასამთავრობოებს ვერ შეეხები და სცდილობდნენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს არ შევხებოდით, არ უნდა გაგვეკრიტიკებინა.ამ სამ პიროვნებაზე თუ რა კითხვები გვაქვს, ამას კვლევაში გაჩვენებთ. პრეზიდენტი მოსმენების პროცესში შეეცადა, ამათთან ერთად და მათთან თავის შეფარებით, არ ეჩვენებინა საკუთარი პოზიცია და ეს არსად არ დაიმალა. ის სცდილობდა ეჩვენებინა, რომ ყველაფერს განკარგავს და ახალ გაუგებრობაში მოხვდა. მას მოვუწოდებდი, რომ ის, რაც გააჩნია, გამოიყენოს ეფექტურად. მას საკმაოდ ბევრი ბერკეტი აქვს. პოზიცია დააფიქსიროს ის, რაც ქვეყანას სჭირდება და არა მას, ან ვინმე სხვა პიროვნებას. უზენაესი სასამართლოს კანდიდატურის პროცესს დავუბრუნდები. ამასაც ძალიან მაღლა წევენ. ვფიქრობ, ხელოვნურად აკეთებენ, რომ აი რაღაცას აკეთებს მარგველაშვილი საოცრებას და აქაც რაღაც მანიპულირება მიდის.ევალება და დაასახელოს დროულად. ჰყავს თავისი გუნდი, ამოირჩიოს, დაასახელოს, პარლამენტს თავისი უფლებები აქვს და ესაა.ყოველგვარი ზემოთ აწევის გარეშეც შეფასდება ვინ, რას და როგორ აკეთებს",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)