|
2015-01-28 19:16:27, 1677 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს თურქეთის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთ მინისტრი ეწვია
თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრის ნურეტინ ჩანილიკის ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატიო სტუმარს და თურქული დელეგაციის წევრებს აეროპორტში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ. თურქეთის დელეგაციაში, საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრის გარდა, არიან მინისტრის მოადგილე, ევროკავშირისა და საგარეო ურთიერთობების თავმჯდომარე, საბაჟოს გენერალური დირექტორი, თურქეთის საბაჟოს ატაშე ბათუმში და სხვა ოფიციალური პირები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრების პირისპირ შეხვედრა, აგრეთვე საბაჟო და საგადასახადო ინფრასტრუქტურის დათვალიერება. თურქეთის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრი თურქეთის საელჩოში შეხვედრას გამართავს თურქ ბიზნესმენებთან. მხარეები განიხილავენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)