09:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-05 20:07:38, 1424 ნახვა

სამართალი
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან, აქციაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარის "გადაკეტვის" საქმეებზე 8 პროცესი გაიმართა. 3 მოქალაქეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 1 დააჯარიმეს, 1 საქმის წარმოება შეწყდა, დანარჩენი პროცესები კი გადაიდო.

  • თამუნა თევზაძე - 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე;
  • თამარ კირტავა - 5 000-ლარიანი ჯარიმა - მოსამართლე დავით მაკარაძე;
  • დავით ქაშიაშვილი - 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე კობა ჩაგუნავა;
  • ნინო პეტრიაშვილო - 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე კობა ჩაგუნავა;
  • ლუკა ხიზაძე - შეწყდა სამართალწარმოება - მოსამართლე კობა ჩაგუნავა;
  • დუტა ჯავახიშვილი - გადაიდო განუსაზღვრელი ვადით - მოსამართლე მანუჩარ ცაცუა;
  • ელენე გელაშვილი - შემდეგი პროცესი 15 მაისს - მოსამართლე ზვიად ცეკვავა;
  • ნათია ჭელიძე - შემდეგი პროცესი 14 მაისს - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე.

გარდა ამისა, დღეს სასამართლომ დააჯარიმა 2 მოქალაქე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო. 

  • ია მელითაური - 2 500-ლარიანი ჯარიმა -  მოსამართლე თორნიკე კაპანაძე - შსს მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა;
  • რუსკა მჭედლიძე - 1 500-ლარიანი ჯარიმა - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე - მის წინააღმდეგ საჩივარი ნინო ჯღარკავამ შეიტანა: "ნინო ჯღარკავას ნაშა კიდე ღარიბაშვილის სიმამრი იყო, დაშორდნენ" - წერდა Facebook-ზე მჭედლიძე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics