2026-05-05 12:59:17, 604 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს და წერს, რომ შეთანხმება ევროკავშირს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს.
„ტრანსპორტიდან დაწყებული ენერგეტიკითა და ციფრული ქსელებით დამთავრებული, ამას შეუძლია სომხეთი კონტინენტების გზაჯვარედინზე მდებარე სტრატეგიულ ცენტრად აქციოს“, — წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
შეთნხმებას ხელი მოეწერა ერევანში, ევროკავშირი-სომხეთის სამიტის ფარგლებში. ხელმოწერას ესწრებოდნენ სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,