14:18 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-04 12:26:28, 780 ნახვა

რეგიონი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები

იმედი მაქვს, რომ 2028 წელს, როდესაც იქ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტი გაიმართება, აზერბაიჯანში ვიზიტის შესაძლებლობა მექნება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 4 მაისს ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან გაიხსენა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობს, თუმცა დისტანციურად.

ფაშინიანმა დასძინა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთის კანდიდატურები ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტების მასპინძლობაზე მხარი დაუჭირეს.

მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტთან მისი პირველი შეხვედრა პრაღაში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების პირველი სამიტის ფარგლებში შედგა.

მისი თქმით, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი დღეს ერევანში გამართულ სამიტში მონაწილეობს. ფაშინიანმა დასძინა, რომ ეს პირველი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც სომხეთს ეწვევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Fitch-მა ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი პოზიტიურ დონემდე გაზარდა
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics