|
2026-05-09 12:45:07, 627 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
პროკურატურამ რა მომენტშიც ჩათვალა, რომ მას ჰქონდა შესაბამისი მყარი მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, არ დააყოვნა ბრალის წაყენება, – ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს გადაცდომები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. „საქართველოს ხელისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არის კანონის უზენაესობა. ასევე, მნიშვნელოვანი არის, რომ დაცული იქნეს კანონის უზენაესობის ნაწილი, პროკურატურამ ბრალი მხოლოდ მხოლოდ მყარი მტკიცებულებების არსებობისას წაუყენოს. პროკურატურამ რა მომენტშიც ჩათვალა, რომ მას ჰქონდა შესაბამისი მყარი მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, არ დააყოვნა ბრალის წაყენება. ამავე დროს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ დღეებში ცდილობდნენ საქართველოს დამხობას, ქვეყნის დამხობას. ვხედავდით ძალადობას პოლიციელების მიმართ, ვხედავდით პარლამენტის შენობის გადაწვის მცდელობას, ვხედავდით ევროპის დროშით შეიარაღებულ რადიკალებს მოლოტოვის კოქტეილებს როგორ ესროდნენ და ადამიანების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ. ამ დროს ჩვენი პოლიციელები, სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები იყვნენ დიდი გამოწვევის წინაშე, რომ ეს ძალადობა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქტი არ შემდგარიყო. შესაბამისად, რეაქცია ჰქონოდათ და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელმაც 2024 წლის დეკემბერში დაიცვა ქვეყანა ქაოსისგან და ბნელ წარსულში დაბრუნებისგან, რომელსაც ასე უბიძგებენ გარედან. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს არანაირი გადაცდომები. ამ შემთხვევაში ვნახეთ რამდენიმე ფაქტი უფლებამოსილების გადამეტებისა და შესაბამისად გვქონდა ამაზეც რეაქცია. შესაძლოა ამ ადამიანებმა, რომელთაც ბრალი აქვთ წაყენებული, იმ დღეებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, რომ ვინმეს მოლოტოვის კოქტეილი არ მოხვედროდა; ვინმე ცოცხლად არ დამწვარიყო და არ გადამწვარიყო საქართველოს პარლამენტის შენობა. ასე რომ, ესეც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ადამიანები იქ იყვნენ იმისთვის, რომ ქვეყანა დაეცვათ. თუმცა გადაცდომებსაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება ექნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)